მედიის ცნობით, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა 5 სექტემბერს გამოსცა კანონი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ის გადაცემას.
კანონი, რომელიც დაამტკიცა მთავრობამ და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატამ ამ კვირის დასაწყისში, ითვალისწინებს უკრაინისთვის Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ყველაზე თანამედროვე 3+ კონფიგურაციის გადაცემას.
უკრაინა რუმინეთიდან ასევე მიიღებს მანქანებს, სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ აღჭურვილობას, ლოჯისტიკური დახმარების საწყის პაკეტს, საწვრთნელ მომსახურებას და Patriot -სთვის საჭირო სხვა აღჭურვილობას.
ამავდროულად, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს თანხები, რომლებიც აუცილებელია სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის ძალების აღდგენასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისა და საკომისიოების გადასახდელად.
კიევისთვის გადაცემული სისტემის ნაცვლად, რუმინეთმა ახალი კომპლექსი უნდა მიიღოს უცხოელი პარტნიორებისგან.