საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მთავრობის ახალ მეთაურად კონსერვატორი მიშელ ბარნიე დანიშნა. იუწყება BFMTV. ბარნიე ყოფილი ევროკომისარი და Brexit-თან დაკავსირებით ევროკავშირის მომლაპარაკებელი იყო.
73 წლის ბარნიე ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მოლაპარაკებებს ბრიტანეთთან ბლოკიდან მისი გასვლის შესახებ 2016-2021 წლებში. მანამდე კონსერვატორი პოლიტიკოსი თანამდებობებს იკავებდა საფრანგეთის სხვადასხვა მთავრობაში.
ელისეის სასახლის ინფორმაციით, მაკრონმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი და მომავალი მთავრობა აკმაყოფილებენ პირობებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად სტაბილური და რაც შეიძლება მეტად გაერთიანდნენ.
მიშელ ბარნიემ მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს, რის შემდეგაც პარლამენტმა მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
ახალი პრემიერ-მინისტრის დასახლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან ორი თვის თავზე მოხდა, რომლის შედეგადაც ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება.
ივლისში ჩატარებული არჩევნების შედეგად მემარცხენე ალიანსმა, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 190 ადგილი აიღო. მეორე ადგილზე მაკრონის ცენტრისტული ალიანსი გავიდა დაახლოებით 160 ადგილით, მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“, მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით, 140 მანდატით მესამე ადგილი დაიკავა.