უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა. მის კანდიდატურას ხმა 258-მა დეპუტატმა მისცა.
სიბიგა მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2021-2024 წლებში ის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე, 2016-2021 წლებში კი – თურქეთში უკრაინის ელჩი.
შეგახსენებთ, დღეს რადამდააკმაყოფილა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან, დმიტრო კულებას გადადგომის განაცხადი.