უკრაინის უმაღლეს რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას მხარი დაუჭირა.
4 სექტემბერს კულებამ განცხადება უკრაინის პარლამენტს წარუდგინა, მინისტრის გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში უმიზეზო უწოდეს.
გუშინ რადამ კულებას გარდა, ყველა განცხადება განიხილა და ერთის გარდა, დააკმაყოფილა.
კულებას გადადგომაზე კენჭისყრა კი დღეს გაიმართა.
მანამდე ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ "სამთავრობო გადატვირთვა" იგეგმება, რომლის შედეგად მინისტრთა კაბინეტის 50% შეიცვლება.