მიუნხენის ცენტრში, ისრაელის გენერალურ საკონსულოსთან სროლა მოხდა. პოლიციის ცნობით, სამართალდამცველების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ეჭვმიტანილი დაიჭრა. გამოცემა Der Spiegel-ი წერს, რომ პოლიციის ოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენიც.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მათ არ აქვთ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით სხვა საეჭვო პირების არსებობის შესახებ.
ამავდროულად, Bild-მა დაწერა, რომ შეიარაღებული კაცი მანქანით მივიდა სადოკუმენტაციო ცენტრთან და ცეცხლი გაუხსნა შენობის წინ მდებარე პოლიციის განყოფილებას. პოლიციელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. პოლიციაში ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.