უგანდაში გარდაიცვალა 33 წლის ათლეტი, ოლიმპიელი რებეკა ჩეპტეგი, რომელსაც კენიაში მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
როგორც იუწყებიან, სპორტსმენს სხეულის 80%-ის დამწვრობა ჰქონდა. ტრაგიკული ინცინდენტის შემდეგ, ჩეპტეგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენის რამდენიმედღიანი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
კლინიკაში ასევე იმყოფება თავდამსხმელიც, რომელმაც სხეულის უმნიშვნელო დამწვობა მიიღო.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ყოფილი შეყვარებული ქალს მიწის ნაკვეთის გამო ედავებოდა.
უგანდის სპორტული ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამენ ახალგაზრდა სპორტსმენის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
რებეკა ჩეპტეგი პარიზის ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილებას, სადაც მარათონი 44-ე ადგილზე დაასრულა.