ჯორჯიის შტატში, სკოლაში მომხდარი სროლა, რომლის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, „კიდევ ერთი საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ როგორ აგრძელებს იარაღის გამოყენებით ძალადობა ჩვენი საზოგადოების განადგურებას“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„მე და ჯილი ვგლოვობთ მათ, ვისი სიცოცხლეც შეწყდა იარაღის გამოყენებით უაზრო ძალადობის გამო და ვფიქრობთ, რომ ყველას, ვისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა. სტუდენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობე, როგორ გაექცნენ ძალადობას, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ამის ნორმად მიღებას“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბაიდენის განცხადებით, ადმინისტრაცია კოორდინაციას უწევს ფედერალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს და მადლობას უხდის მათ პირველი რეაგირებისთვის.
„შეიარაღებული ძალადობის ამ ეპიდემიის დასრულება ჩემთვის პირადი მიზანი გახდა.სწორედ ამიტომ, მე ხელი მოვაწერე ორპარტიულ უსაფრთხოების საინიციატივო აქტს, იარაღის კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვან კანონს ათწლეულების განმავლობაში, და მივიღე ათობით აღმასრულებელი მოქმედება უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
მე ასევე დავაფუძნე თეთრ სახლში იარაღის გამოყენებით ძალადობის პრევენციის პირველი ოფისი, რომელსაც ვიცე პრეზიდენტი ჰარისი ხელმძღვანელობს. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტს მოითხოვს.
„ათწლეულის განმავლობაში უმოქმედობის შემდეგ, კონგრესში რესპუბლიკელებმა საბოლოოდ უნდა თქვან „საკმარისია“ და დემოკრატებთან ერთად ითანამშრომლონ იარაღის კონტროლისთვის გონივრული კანონების მისაღებად. ეს ზომები არ დააბრუნებს მათ, ვინც დღეს ტრაგიკულად დაკარგა სიცოცხლე, მაგრამ ხელს შეუწყობს იარაღით შემდგომი ძალადობის თავიდან აცილებას, რომელიც ანადგურებს ოჯახებს“, - თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა ჯორჯიის შტატის ქალაქ უინდერის სკოლაში სროლის შედეგად.