ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, გომელში იაპონიის სპეცსამსახურების თანამშრომელი დააკავეს.
ბელარუსის სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ დაკავებული აგენტი აგროვებდა ინფორმაციას ბელარუსის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, თუ რა ხდებოდა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე და ასევე იღებდა სამხედრო ინფრასტრუქტურას.
დაკითხვისას დაკავებულმა რუსულად თქვა: „ჩემი ქმედება შეიძლება საშიში იყოს ბელარუსისთვის“. იაპონელმა თავი ნაკანისი მასატოსიდად წარადგინა.
მედია იუწყება, რომ ამ გვარის მაატრებელი პიროვნება გომელის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს დ იაპონურ ენას ასწავლის ასწავლის.
ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურს იაპონიის დაზვერვის ოფიცრის დაკავების შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.