დედამიწაზე, სამხრეთ წყნარი ოკეანის თავზე ასტეროიდი 2024 RW1 ჩამოვარდა. რამაც ფილიპინების ცაზე ძლიერი ციმციმი შექმნა. შემთხვევა 5 სექტემბერს ადგილობრივი დროით 00:45 საათზე დაფიქსირდა.
ის ატმოსფეროში დაიწვა. იუწყება New Scientist.
ასტრონომებმა 4 სექტემბერს დილით ერთ მეტრამდე ზომის ასტეროიდი შენიშნეს, რომელიც დედამიწას უახლოვდებოდა.
ის აშშ-ის არიზონას შტატის ობსერვატორიის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს.
მისი დაცემის სიჩქარე იყო დაახლოებით 17,6 კილომეტრი წამში, ანუ 63,360 კილომეტრი საათში.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს კოსმოსური ობიექტის დაცემა. ჩანაწერები გაკეთდა ჩრდილოეთ ფილიპინებში.