აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა სანქციები რუსული პროპაგანდისტული არხის RT-ისა და ჰაკერების ჯგუფის RaHDit-ის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.
როგორც უწყებამ აღნიშნა, წლის დასაწყისში RT-ის მენეჯმენტმა დაიწყო ამერიკელი ოფიციალური პირების გადაბირება მისი კამპანიისთვის, რათა გავლენა მოეხდინა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე - ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ერთად.
აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, მისი მოადგილეები ელიზავეტა ბროდსკაია და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე ანდრეი კიაშკო, ციფრული მედიის პროექტის მენეჯერი კონსტანტინ კალაშნიკოვი და მის ხელქვეითი ელენა აფანასიევა.
სანქციები ასევე ვრცელდება კრემლის მომხრე ჰაკერების ჯგუფის RaHDit-ის წევრებზე, რუსეთის დაზვერვის ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებზე: ალექსეი გარაშჩენკოზე, ანასტასია ერმოშკინაზე და ალექსანდრ ნეჟენცევზე.