უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დმიტრო კულებას პირველი მოადგილე ანდრიი სიბიჰა დაიკავებს.
სიბიჰა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე, 2016-2021 წლებში იყო უკრაინის ელჩი თურქეთში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.