ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა საქართველოში არსებულ ვითარებას.
ბორელის განცხადებით, მინისტრებმა მოკლედ მიმოიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა.
"ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად გვაშფოთებს ამ ქვეყნის ტრაექტორია, რომელიც ევროკავშირს შორდება", - თქვა ბორელმა.