გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი რუსეთის ქალაქ კურჩატოვში ჩავიდა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესაფასებლად.
გროსი შეხვედრებს გამართავს კურჩატოვის მეთაურ იგორ კორპუნკოვსა და კურსკის ატომური ელექტროსადგურის დირექტორ ალექსანდრე უვაკინთან.
მანამდე, რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების ატომურ ელექტროსადგურთან მიახლოება შემაშფოთებელია და საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს.
კურჩატოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ, გროსი უკრაინაში გაემგზავრება და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს.
გასულ კვირას, კრემლმა უკრაინა დაადანაშაულა კურსკის ელექტროსადგურზე თავდასმის მომზადებაში. კიევი კატეგორიულად უაყრო კრემლის ბრალდებები.
6 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შევიდა. უკრაინის განცხადებით, კურსკის ოლქში ათეულობით დასახლებას აკონტროლებს.