აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო შეერთებული შტატების წინადადება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების საბოლოო გათავისუფლების შესახებ და ახლა იგივე უნდა გააკეთოს „ჰამასმაც“.
„ნეთანიაჰუსთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრის დროს მან დამიდასტურა, რომ ისრაელი ეთანხმება წინადადებას გარდამავალი პერიოდის შესახებ და მხარს უჭერს მას. ახლა „ჰამასმა’ იგივე უნდა გააკეთოს და შემდეგ მხარეები შუამავლების - შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და კატარის დახმარებით უნდა შეიკრიბონ და დაასრულონ მკაფიო შეთანხმებების მიღწევის პროცესი, თუ როგორ შეასრულებენ ამ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს“, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ნეთანიაჰუმ დაჰპირდა, რომ ექსპერტების გუნდს გაგზავნის დოჰასა ან ეგვიპტეში, რათა მოხდეს ამ პროცესის დასრულება.
„პრემიერმა დამიდასტურა, რომ ისრაელი ეთანხმება აშშ-ის წინადადებას. ახლა „ჰამასის“ ჯერია, იგივე გააკეთოს“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს ამ შეთანხმების ახლავე შესრულებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ვიზიტის შემდეგ ეგვიპტესა და კატარს ჩასვლას გეგავს, შემდეგ კი ვაშინგტონში დაბრუნდება.