ფარცხალაძე წინასაარჩევნოდ საქართველოში ისევე ბრუნდება, როგორც "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად პატიმრობიდან თავისუფლდებიან კრიმინალები, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ საქართველოში ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება არათუ მიმდინარეობს, არამედ, პირიქით, შტატების მიერ დასანქცირებული პირი თბილისში უპრობლემოდ ჩამოდის.
რუსეთის აგენტი, ოთარ ფარცხალაძე, რომლის მიმართაც უნდა ხორციელდებოდეს გამოძიება, ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს და პირიქით წინასაარჩევნოდ ის ბრუნდება საქართველოში, ისევე როგორც პატიმრობიდან თავისუფლდებიან კრიმინალები, კანონიერი ქურდები, იმისთვის რომ მხარი დაუჭირონ ''ქართულ ოცნებას'', რუსულ რეჟიმს, რომელსაც არ აინტერესებს ამ ქვეყანაში მოქალაქეების ძირითადი პრობლემები და დემოკრატია, არამედ აინტერესებს ერთი რამ, გაიმარჯვოს არჩევნებში ნებისმიერ ფასად", - ამბობს კუპრაძე.