უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტს მიმართავს, მიიღოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უკრაინაში მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკრაინის პასპორტის გადაცემას ითვალისწინებს.
ზელენსკიმ მოუწოდა ქვეყნის პარლამენტს, შეიკრიბოს და მიიღოს „თავდაცვითი საკანონმდებლო პაკეტი”, რომელიც კურსკში მებრძოლი უკრაინელი და სხვა ქვეყნის მოქალაქეთა სტატუსს განსაზღვრავს.
ყველა ჯარისკაცი, რომელიც იცავს უკრაინის სახელმწიფოს, იცავს ჩვენს ხალხს, იცავს ჩვენს დამოუკიდებლობას, იმსახურებს აღიარებას და მაქსიმალურ მხარდაჭერას.
ეს ეხება, კერძოდ, ჩვენს ჯარისკაცებს, ლეგიონერებს, რომლებსაც ახლა აქვთ სხვა სახელმწიფოს და არა უკრაინის მოქალაქეობა.ისინი იმსახურებენ იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, უკრაინის მოქალაქეები და უნდა მიიღონ ასეთი პატივისცემა უკრაინის სახელმწიფოსგან. ასევე ეს უნდა გავრცელდეს მათიოჯახის წევრებზე, ჩვენი გმირების ოჯახის წევრებზე... შესაბამისი კანონპროექტები ასევე უკვე პარლამენტშია და ვთხოვ უმაღლეს რადას, უახლოეს მომავალში ეს საკითხები დაუყოვნებლად განიხილოს, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.