ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსი ოკუპანტების მიერ კონსტანტინოვკაში სუპერმარკეტზე სასტიკ თავდასხმას გამოეხმაურა.
„რუსეთმა კიდევ ერთხელ დაბომბა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები და თავს დაესხა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრს. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ და სხვა სამხედრო დანაშაულებისთვის“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ Х-ში.
დიპლომატმა დასძინა, რომ უკრაინას ახლა სჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა, რათა დაიცვას თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა.
ბოლო მონაცემებით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში სავაჭრო ცენტრზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა.