ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის თანამონაწილე გახდა. ამის შესახებ 2020 წლის აგვისტოში ბელარუსში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების მეოთხე წლისთავის წინა დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ ოთხი წლის წინ ბელარუსი ხალხი გამოვიდა ქუჩებში, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინა გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ლუკაშენკას მცდელობა, წაერთმია მათთვის მომავალი განსაზღვრის უფლება.
ბორელმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, მიუხედავად სასტიკი რეპრესიებისა, ბელარუსი ხალხი არაერთხელ და გაბედულად იცავდა თავის უფლებებს და ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.
„ლუკაშენკას რეჟიმმა საკუთარი ხალხს ძალადობისა და დაშინების ფართომასშტაბიანი კამპანიით უპასუხა. ახლა იქ დაახლოებით 1400 პოლიტპატიმარია. ისინი მხოლოდ იმ ათასობით ადამიანის ნაწილია, რომლებიც 2020 წლიდან მოყოლებული პოლიტიკური მოტივებით პატიმრობაში იმყოფებოდნენ.
ლუკაშენკამ დაიწყო ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველების, თავისუფალი მედიისა და ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების, დამოუკიდებელი პროფკავშირების, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების და, ბოლოს ყველა მოქალაქის ტოტალური წნეხი, ვინც საკუთარ შეხედულებებს გამოხატავს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ", - აღნიშნა ბორელმა.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი შიდა რეპრესიების გარდა, ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიული ომის თანამონაწილე გახდა.
„პოლიტიკური, სამხედრო და ლოჯისტიკური მხარდაჭერის გარდა, მან ხელი შეუწყო უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რეჟიმმა ასევე მოაწყო მიგრაციის ზეწოლა ევროკავშირის გარე საზღვრებზე“, - ხაზი გაუსვა ბორელმა.
მან დაამატა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ბელარუს მამაც ხალხს, ბელარუსის დემოკრატიულ მოძრაობასა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ მისწრაფებას, გახდეს ბელარუსი თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც მშვიდობიანი ევროპის ნაწილი.
„როგორც კი ბელარუსი დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე იქნება, ევროკავშირი მხარს დაუჭერს მისი ეკონომიკის სტაბილიზაციას და მისი ინსტიტუტების რეფორმას, მათ შორის 3 მილიარდ ევრომდე ღირებულების ყოვლისმომცველი ეკონომიკური მხარდაჭერის გეგმას. ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზურუნველყოფას, რომ ბელარუსი ხალხის ხმა ისმოდეს“, - თქვა ბორელმა.