აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლშიც კვლავ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია.
"დღეს შესრულდა 16 წელს მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა სუვერენულ საქართველოში და ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, ვინც დაშავდა ან იძულებითაა გადაადგილებული რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის გამო. ამ დღემდე, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპირებას და იქ ხალხისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ღონისძიებების გატარებით.
შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, კონფლიქტამდელ პოზიციებზე ჯარების გაყვანის შესახებ და შეუფერხებლად დაუშვას ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიწოდება. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები საშუალებას მისცემს ათობით ათას იძულებით გადააადგილებულ პირს, რომ შინ უსაფრთხოდ დაბრუნდეს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თაობაზე, გრძელდება", - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.