აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ნატო რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს შეიარაღებულ ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან განათავსა საქართველოში მისი თანხმობის გარეშე. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა, ფარაჰ დახლალაჰმა.