აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, დაამარცხოს „ქართული ოცნება“ და დაიბრუნოს ქვეყანა კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილისგან
"ქართული ოცნების" პარტია კორუმპირებულია და რუსეთს დაუწვა. ქართველებს აქვთ შანსი, რომ ეს კურსი გამოასწორონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ვშიშობ, რომ საქართველო დაიკარგება.
საქართველო, დაამარცხე "ქართული ოცნების" პარტია. კორუმპირებული ივანიშვილისგან დაიბრუნე შენი ქვეყანა. აშშ-ის მთავრობამ უნდა დაასანქციროს ის" წერს კინზინგერი X-ზე.