25 ივლისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7160 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.23 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9469 ლარი გახდა.
0.66 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4979 ლარი გახდა.
ლარი ლირასთან მიმართებით გამყარდა და თურქული ლირას კურსმა 8.21 თეთრი შეადგინა.