მინდა, მივმართო ქართველ ემიგრანტებს, მეგობრებო, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თქვენ უნდა თქვათ გადამწყვეტი სიტყვა, თქვენი ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილის რეჟიმს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროას" ლიდერმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ლემონჯავამ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე ისაუბრა.
დღეს, 25 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე, "კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროა" ლიდერებმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და გიგა ლემონჯავამ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე ისაუბრეს. გთავაზობთ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს უცვლელად.
„ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად კიდევ ერთხელ უარი თქვა საარჩევნო უბნების გახსნაზე ჩვენი დიასპორისთვის, აქრთველი ემიგრანტებისთვის. ეს არის შშით განპირობებული პოზიცია. „ქართულ ოცნებას“ ეშინია ქართველი ემიგრანტების ადამიანების, ვინც მათი პოლიტიკის გამო დატოვა საქართველო. ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა ხმას აძლევს მის წინააღმდეგ. უკვე თვეებია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონის დარღვევით უარს გვეუბნება ჩვენც და ქართველ ემიგრანტებსაც, სტატისტიკური მონაცემების მიწოდებაზე, სად რამდენი ადამიანი დგას საკონსულო აღრიცხვაზე. ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკური მონაცემი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ინფორმაცია, სად უნდა მოითხოვონ ემიგრანტებმა უბნების გახსნა, სად უნდა მოვითხოვოთ ჩვენ უბნების გახსნა, ეს არის დამოკიდებული სწორედ ამ სტატისტიკაზე და საგარეო საქმეთა სამინისტრო არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, როცა არ გვაძლევს საჯარო ინფორმაციას.
მოუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტეთ კანონის დარღვევა, გაეცით პასუხი ქართველ ემიგრანტებს, მათ კორესპონდენციებზე, გაგვეცით პასუხი ჩვენ, ჩვენ წერილებზე, იმიტომ რომ თქვენ ყოველდღიურად არღვევთ საქართველოს კანონმდებლობას. აქვე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ დროულად დაიწყოს საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურა და შეატყობინოს ამის შესახებ... იმ ადამიანებს, ვინც ელოდება უბნების გახსნას.
და ბოლოს, მინდა, მივმართო ქართველ ემიგრანტებს, მეგობრებო, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თქვენ უნდა თქვათ გადამწყვეტი სიტყვა, თქვენი ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილის რეჟიმს, რადგან იციან, რომ თქვენ ხმას აძლევთ არა საქართველოს რუსული გავლენის სფეროში დარჩენას, არამედ თქვენ ხმას აძლევთ ამ ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას, თქვენ აძლევთ ხმას ამ ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ახალი. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ვართ თქვენს გვერდით, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნების გახსნისთვის, ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ თვეებით ადრე თქვენთან ერთად და ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება იმით, რომ ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში 26 ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად“, - განაცხადა ლემონჯავამ.