„მოსყიდვა? - იქნება, დაშინება? - იქნება, დაჭერა? - იქნება, კომპრომატები? - იქნება. ფაბრიკაციები და ათასი სიბინძურეების გამოყრა? - იქნება, ტერორი? - იქნება,“ - ამის შესახებ გადაცემა„რეაქციაში“ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„როცა ვლაპარაკობთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩვენები, პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეებს, ჟურნალისტებსაც გვეხება, იცით, რას ნიშნავს ეს? ზეგ შეიძლება მომიწვიოთ ეთერში და ვეღარ მოვიდე, რადგან შეიძლება ვიყო სადღაც გამომწყვდეული რომელიღაც დილეგში. მე შიძლება მინდოდეს თქვენთან მოსვლა და თქვენ ვეღარ გნახოთ, იმიტომ, რომ შუქი იყოს გადაჭრილი ამ შენობაში. არ ვამძაფრებ, დრამატიზებას არ ვახდენ, ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, ჩვენ უნდა მოვუგოთ არჩევნები არა ქართულ ოცნებას და მის ბელადს, არამედ რუსეთს, რომელმაც ეს ქვეყანა ჩათვალა, რომ ჯიბეში ჩაიდოს უკვე,“ - ამბობს დავით უსუფაშვილი.