დონალდ ტრამპთან წარუმატებელი სატელევიზიო დებატების გამო ერთთვიანი ზეწოლის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი აღარ იყრის კენჭს მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის.
გავრცელებულ განცხადებაში, ბაიდენმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, მოიპოვოს დემოკრატიული პარტიის ნომინაცია და არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს.
უახლოეს ხანებში დემოკრატებმა უნდა წარადგინონ თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი.
აგვისტოში დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე შეიკრიბებიან დელეგატები, რათა საბოლოოდ დაამტკიცონ საპრეზიდენტო კანდიდატი.
ყრილობის წინ, რომელიც ჩიკაგოში 19-დან 22 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, პარტიის ხელმძღვანელობა შეეცდება სწრაფად მოძებნოს კანდიდატი, რომელიც, მათი აზრით, დემოკრატების გაერთიანებას შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაინდემა მხარი კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავი შეიკავა ჰარისის მხარდაჭერისგან და განაცხადა, რომ პარტიამ უნდა შექმნას ღია პროცესი, რომელიც გამოავლენს კანდიდატს.
თავად კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ყველა ღონეს მიმართავს, რათა გააერთიანოს დემოკრატიული პარტია და ერი, დონალდ ტრამპის დასამარცხებლად.
ამერიკული მედის ინფორმაციით, კამალა ჰარისმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებების გამართვა პარტიის რიგებში მხარდამჭერების შემოსაკრებად.
კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ბილ და ჰილარი კლინტონებმა, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
59 წლის კამალა ჰარისი პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი ამერიკელია სამხრეთ აზიიდან, რომელმაც აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
კამალა ჰარისმა კარიერა დაიწყო, როგორც სან ფრანცისოს საოლქო პროკურორად, შემდეგ ის გახდა კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი, სენატორი კალიფორნიის შტატიდან და მოგვიანებით ვიცე-პრეზიდენტი.
ჰარისი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, კალიფორნიის ქალაქ ოუკლენდში. მამა იამაიკელი ეკონომისტი, რომელმაც სტენფორდის უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა, ხოლო დედა ინდოეთიდან, კიბოს მკვლევარი.
მიუხედავად ამისა, კამალა ჰარისი ერთადერთი არ არის, ვისაც აქვს შანსი, მოიპოვოს დემოკრატიული პარტიის დელეგატების მხარდაჭერა. მედია რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას გამოყოფს.
კანდიდატები, რომელთაც აქვთ შანსი, მოიპოვონ დემოკრატიული პარტიის ნომინაცია.
გევინ ნიუსომი
კალიფორნიის შტატის გუბერნატორი, 56 წლის გევინ ნიუსომი დემოკრატიული პარტიის რიგებში მზარდი მხარდაჭერით სარგებლობს. ვარაუდობენ, რომ იგი გახდება დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ახლა, ან მოგვიანებით.
ამ დროისთვის, ნიუსომმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისს, როგორც პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატს.
პოლიტიკაში მოსვლამდე, ნიუსომა მდიდარი გამოცდილება დააგროვა ბიზნესში, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში. გევინ ნიუსომი სან ფრანცისკოს მერი იყო, როდესაც დაიწყო აქტიური კამპანია შტატში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებისთვის. ამ კამპანიისას მან ფართო მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგადაც კალიფორნიის შტატის გუბერნატორად აიჩიეს.
გრეთჰენ უიტმერი
გრეთჰენ უიტმერის სწრაფმა აღმავლობამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში - იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულიდან მიჩიგანის შტატბის გუბერნატორამდე - დემოკრატიული პარტიის რიგებში მას ფართო მხარდაჭერა და გავლენა მოუტანა.
პარტიაში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდა 2022 წელს, როდესაც მან მეორედ გაიმარჯვა შტატის გუბერნატორის არჩევნებში და შტატის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში დემოკრატები უმრავლესობით მოვიდნენ.
52 წლის უიტმერი ბაიდენის საარჩვნო კამპანიის თანათავმჯდომარე იყო. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის კანდიდატად გახდომას წელს, თუ ბაიდენი გადადგებოდა, მან უპასუხა "არა".
ჯოშ შაპირო
პენსილვანიის შტატის გუბერნატორი ჯოშ შაპირო დემოკრატიული პარტიის ამომავალი ვარსკვლავია.
შაპირომ მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად გახდომას და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს ჰარისის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას.
მიშელ ობამა
დემოკრატებს შორის ბევრია ისეთი, ვინც ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ცოლის მიშელ ობამას გაპრეზიდენტებას ისურვებდა.
Ipsos-ის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ის არის ერთადერთი ჰიპოთეტური კანდიდატი, რომელსაც შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება. მაგრამ არის კი მიშელ ობამა თავად დაინტერესებული საპრზიდენტო არჩევნებში მონაწილეობით.
ამ წლის დასაწყისში მისმა ოფისმა NBC News-ს განუცხადა, რომ 2024 წელს მიშელ ობამა არ აპირებს საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობას.
მანამდე, მან რამდენჯერმა ახსენა, რომ პოლიტიკით არ არის დაინტერესებული.
საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს გაიმართება. რესპუბლიკეთა საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე ცნობილია, ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.
წყარო: Sky News