მესტიას პოლიციის ახალი შენობა ექნება. შესაბამისი დაპირება ადგილობრივებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სვანეთში სტუმრობის დროს მისცა.
მერაბიშვილი მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ მხარეში კრიმინოგენური ვითარება გამოსწორებულია.
აღსანიშნავია, რომ პოლიციის ახალი შენობის გახსნამდე მერაბიშვილმა პოლიციას 6 მანქანა გადასცა, რომელიც მაღალმთიან სოფლებს მოემსახურება.