ჩვენ ვიტოვებთ რწმენას, რომ ცოტა ხანში, 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ირაკლი ზარქუამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ "MEGOBARI აქტის" დამტკიცებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„იქ რომ ჩამოთვლილია უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, შე დალოცვილო, ამდენი ხანია, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არა ერთ მისიაში ერთად ვყოფილვართ და აქამდე სად იყავით?! გააკეთეთ! რას გვემუქრებით?!
ამდენი წელია სტრატეგიული პარტნიორები გვქვია და ვართ, მოუხსენით. ვინ დაგიშალათ, ვინ შეგიშალათ ხელი, რომ პირდაპირი ფრენები იყოს?! ამიტომ ეს კიდევ ერთხელ არის მცდელობა, რომ ოპოზიციას და აი, ამ მარგინალებს, უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლებს, რომ მისცენ თემა, რომ აი, თუ თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში, ამას გავაკეთებთ. აქამდე გააკეთეთ, ვინ გიშლიდათ ხელს?!
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რწმენას, რომ ცოტა ხანში, ამერიკის შეერთებული შტატების 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ამ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით "MEGOBARI აქტი" მიიღო.