პიტერ სიიარტომ Reuters-თან ინტერვიუშ განაცხადა, რომ უნგრეთი ნამდვილად აპირებს ომის დასრულებას რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გზით, მაგრამ ჯერჯერობით ომში ჩართული მხარეების პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან.
„ვფიქრობ, ძალიან ძლიერი გარე ზეწოლა უნდა მოხდეს, რათა აიძულონ ისინი დაიწყონ მოლაპარაკებები. ვის აქვს ამის შანსი უახლოეს მომავალში? მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს, თუ მას აირჩევებ“, - განუცხადა სიიარტომ Reuters-ს.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი რუსეთს არ მიიჩნევს საფრთხედ ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რადგან, მისი აზრით, რუსეთის ლიდერები „რაციონალურები“ არიან და არ გარისკავენ დასავლეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაერთონ.
სიიარტომ ასევე თქვა, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატო-ს გეგმაში, რომელიც ითვალისიწნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და ჯარების წვრთნას, რომელიც სავარაუდოდ გამოცხადდება ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე, თუმცა მისივე თქმით არც ხელს შეუშლის.
”ჩვენ ვხედავთ ესკალაციის უზარმაზარ რისკს,” - თქვა სიიარტომ.