კარგი შეხვედრა გვქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით წერს.
„კარგი შეხვედრა გვქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით და რეგიონული მოვლენები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ხავიერ კოლომინა.
ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.