გალის ე.წ. შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს ჭუბურხინჯის ცენტრში აფეთქება მოხდა.
მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც ერთ-ერთი კანდიდატი გოჩა ჯალაღონია ეკლესიაში შედიოდა. ჯალაღონია, რომელსაც ე.წ. გმირის წოდება აქვს მინიჭებული, საოკუპაციო რეჟიმის არჩევნებში რუსლან ქიშმარიას კონკურენტია.
გალის რაიონში ხმების უმეტესობა სწორედ ქიშმარიამ მოიპოვა. მომხდარსაც კონკურენტებს შორის დაპირისპირებას უკავშირებენ.