მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი ვერ დაიკავა, მისი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. ამის შესახებ პარტიის ნომინალურმა ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა.
„ტალღა ზვირთდება, ამჯერად ის საკმარის სიმარლეზე ვერ ავიდა, მაგრამ აგრძელებს ზრდას და, შედეგად, ჩვენი გამარჯვება რეალურად მხოლოდ გადადებულია“, - თქვა ლე პენმა.
მანამდე პარტიის ლიდერმა ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული გარღვევა მოახდინა და დეპუტატების რაოდენობა გააორმაგა.
წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მეორეზეა ემანუელ მაკრონის პარტია, მესამეზე მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანება“.
საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.