მოსკოვში საქართველოს ორი მოქალაქე ბინის ქურდობისთვის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სამართალდამცავები ვიშნესკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე მივიდნენ, სადაც ბინის ქურდობის ფაქტზე 29 და 35 წლის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულებს ჩხრეკისას გასაღებების რამდენიმე ასხმა, დამაფონების უნივერსალური გასაღებები, ბინიდან მოპარული ფული და ძვირფასი ნივთები აღმოაჩნდათ.
ბინის მეპატრონე მოსკოვის მცხოვრები 27 წლის პირია, რომელიც თანამედროვე სასიგნალიზაციო სისტემების სპეციალისტია და მას ბინაში შეუმჩნეველი სიგნალიზაციის აპარატურა ჰქონდა დამონტაჟებული.