საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა.
„ყოველთვის საუბრობენ იმაზე, რომ ნატო შორდება საქართველოს და მთავარი კონტრიბუტორები ვართ ამ დროს ნატოსთან მიმართებაში არაწევრ ქვეყნებს შორის. სისხლი გავიღეთ, რამდენიმე ათეული ადამიანი დავკარგეთ, რამდენიმე ასეული ადამიანი შშმ პირი გახდა მშიდობისთვის ბრძოლაშ ნატოს ჯარების მხარდამხარ. საქართველო დღეს როგორც არის ნატოსთან ახლოს, და ეს ნატოს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა, არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს გზას ვადგავართ, ჩვენი გზა არის საქართველოს კონსტიტუციით გასაზღვრული“, - განაცხადა მდინარაძემ.
ნატო-ს სამიტზე მიწვევა საქართველოს პრემიერს ჯერ არ მიუღია. ნატო-ს სამიტზე საქართველო მიწვეულია, თუმცა ვინ წარადგენს სამიტზე საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია.