საქართველო და ყველა პარტნიორი ქვეყანა მოწვეული იქნება ნატო-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა.
"საქართველო და ყველა პარტნიორი ქვეყანა მოწვეული იქნება ნატო-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ძალიან გვაწუხებს "ქართული ოცნების" ძალიან მცირე რაოდენობის ლიდერის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია სურს.
მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან ნათლად თქვა, ეს ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული „უცხოური აგენტების კანონი“, ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან შეუთავსებელია. ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.
ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.