გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი შეშფოთებულია საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ეროვნული გაერთიანებისა და მათი თანამოაზრეების გამარჯვების პერსპექტივით.
როგორც შოლცმა მედიას განუცხადა, შეშფოთებულია საფრანგეთში მოახლოებული ვადამდელი არჩევნების გამო.
„ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებას მოიპოვებენ პარტიები, რომლებიც ლე პენის პოლიტიკური ძალა არ არის. თუმცა ამას საფრანგეთის ხალხი განსაზღვრავს“, - განაცხადა კანცლერმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო გამოკითხვები «ეროვნული გაერთიანებისა“ და მათი თანამოაზრეების დიდ გამარჯვებას პროგნოზირებს, მაგრამ უცნობია მიიღებენ თუ არა ისინი აბსოლუტურ უმრავლესობას.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგებს მოუწოდა, თავი შეიკავონ „ექსტრემებისთვის ხმის მიცემისგან“.
მაკრონმა პარლამენტი 9 ივნისს, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ დაითხოვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები 30 ივნისს (პირველი ტური) და 7 ივლისს (მეორე ტური) გაიმართება. პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ მაკრონის რეიტინგი ექვსი პუნქტით დაეცა.