ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს ევროკავშირის გზაზე დემოკრატიული ქვეყნის შესახებ, - ამის შესახებ წერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ზე და სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეხვედრაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კარგი დიალოგი მქონდა.
ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს ევროკავშირის გზაზე დემოკრატიული ქვეყნის შესახებ“, - წერს ბორელი.