გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გლობალური მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ აირჩია ომი და შეუძლია მისი დასრულება უკრაინიდან ჯარების გაყვანით.
შოლცმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხარდამჭერების მიერ წამოყენებულ თეზისებზე, რომელბიც იცავენ მის აგრესიას და ადანაშაულებენ უკრაინას მოლაპარაკების სურვილის არქონაში.
შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაზე მეტად დაინტერესებულია მშვიდობით.
„ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა სერიოზული მოლაპარაკებების გარეშე და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ „ახალ რეალობაზე“ დაფუძნებული სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გეგმა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიული მიღწევების ლეგიტიმაციას მოახდენს“, - თქვა შოლცმა
გერმანიის კანცლერმა ასევე ახსენა „უსაფრთხოების ლეგიტიმური გარანტიები“, რომელიც რუსეთმა წამოაყენა შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან მიმართებით და თქვა, რომ დასავლეთი მზად არის დიალოგი გამართოს მოსკოვთან ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე.
”მაგრამ რუსეთმა აირჩია ომი, ვიდრე დიპლომატია და დიალოგი, ამიტომ, ნება მომეცით ვისაუბრო ძალიან მკაფიოდ: არ აქვს მნიშვნელობა, როგორც არ უნდა აღიქვამდნენ უსაფრთხოების გარანტიებს, მათ არ შეუძლიათ და არ უნდა გაამართლონ მეზობელ მშვიდობიან ქვეყანაში შეჭრა“, - აღნიშნა შოლცმა.
მას ასევე მიაჩნია, რომ უკრაინაში მშვიდობა „რუსეთის ჩარევის გარეშე შეუძლებელია“, მაგრამ აღნიშნა, რომ მოსკოვი აგრძელებს აგრესიას უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთს შეუძლია დაასრულოს ომი ახლა ან ნებისმიერ დროს, თუ შეაჩერებს შეტევას და გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან, მაგრამ აქამდე რუსეთი უარს ამბობდა მოესმინა ჩვენი მოწოდებები მშვიდობის შესახებ საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების საფუძველზე ", - განაცხადა კანცლერმა.