საქართველო და სომხეთი დაინტერესებული არიან, რომ დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ერთიან ბაზარს. ვფიქრობ, მსგავსი ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"საქართველო და სომხეთი დაინტერესებული არიან, რომ დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ერთიან ბაზარს, ვფიქრობ, მსგავსი ინტეგრაცია შესაძლოა, მხოლოდ ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში... ეს დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, გვქონდეს სავაჭრო გზა, რომელიც ყაზახეთიდან თურქეთში გაივლის და ხმელთაშუა ან შავი ზღვიდან გამოვა. ეს მარშრუტი შეავსებს უკვე არსებულ მარშრუტს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოში, შავ ზღვასთან გადის. ეს ორი მარშრუტი ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს მსოფლიო ბაზარზე რუსეთისა და ჩინეთისგან დამოუკიდებელ წვდომას მისცემს. ამ შესაძლებლობას ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს," - განაცხადა ო'ბრაიენმა.
როგორც ო’ბრაიენმა განაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა.
„რუსეთს სურს, განაცხადოს, რომ უკრაინაში როდესაც გაიმარჯვებს, დაუბრუნდება კავკასიას, მაგრამ რუსეთი ვერ იმარჯვებს უკრაინასთან და არ ბრუნდება კავკასიაში, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში იყო. ახლა დროა, სომხეთის მოქალაქეებმა განაცხადონ, რომ მათ გადაწყვიტეს და სურთ სვლა წინ და არა უკან. ახლა არის წინსვლის შესაძლებლობა, რადგან რუსეთი უკრაინაში არის ჩარჩენილი“, – აღნიშნა ბრაიენმა.