აშშ და უკრაინა 13 ივნისს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანმა დაადასტურა, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავენ ხუთშაბათს იტალიაში G7-ის სამიტის ფარგლებში.
„ამის შემდეგ ლიდერები ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა იქნება გრძელვადიანი და გარანტირებული ჩვენი თანამშრომლობის, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“, - დასძინა მან.
სალივანმა თქვა, რომ უსაფრთხოების შეთანხმება მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერის დადასტურებას და შეიცავს დებულებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უკრაინის სამხედრო ძალების განვითარებას.
„ამ შეთანხმებით ასევე ვუგზავნით რუსეთს ჩვენი სიმტკიცის სიგნალს. თუ პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია დაღალოს საერთაშორისო კოალიცია უკრაინის მხარდაჭერით, ის ცდება», - აღნიშნა სალივანმა.