რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის გაფრთხილება რუსული მანძილზე მოქმედი იარაღის სხვა ქვეყნებისთვის შესაძლო მიწოდების შესახებ სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ძალიან გამჭვირვალედ ამბობს, რომ იარაღის მიწოდება, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ, არ შეიძლება დარჩეს შედეგების გარეშე და ეს შედეგები აუცილებლად იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.
მან არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებს შეიძლება მიეწოდოს ეს იარაღი, მაგრამ აღნიშნა: „აქ ყველაფერი ძალიან ნათელია და ამიტომ მას არავითარი გაფართოება არ სჭირდება“.
ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებს დასავლეთზე დასარტყმელად იარაღი მიაწოდოს.
„თუ ვინმე შესაძლებლად მიიჩნევს საბრძოლო ზონაში ასეთი იარაღის მიწოდებას, რათა ჩვენს ტერიტორიაზე დაარტყას და პრობლემები შეგვიქმნას, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, საიდანც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების სენსიტიურ სამიზნეებზე, რომლებიც ამას აკეთებენ რუსეთის წინააღმდე. ანუ პასუხი შეიძლება იყოს ასიმეტრიული, ჩვენ ვიფიქრებთ ამაზე. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები იქნება საბოლოო - მათ უკვე მიაღწიეს დეგრადაციის უმაღლეს ხარისხს, მაგრამ ისინი მთლიანად გაანადგურებენ საერთაშორისო ურთიერთობებს და ძირს გმოუთხრიან საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - განაცხადა პუტინმა.