სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თევზჭერის   წესების  დარღვევის  ფაქტზე     ოთხი  პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, მათი დაკავება მე-N6   სასაზღვრო   სექტორის   (სადახლო)  დასაცავ  მონაკვეთზე,   მდინარე  დებედას  ნაპირზე მოხდა.
"მათ არ გააჩნდათ  პირადობის  დამადასტურებელი  საბუთი.  მათი  განმარტებით  ისინი  არიან  საქართველოს მოქალაქეები:  ოლეგ სუხიშვილი,  ამირან  ქველაძე,  მერაბ  გიორგაძე  და  სურენ  სააკიანი", - ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.
აღნიშნული პირები   შემდგომი  რეაგირებისათვის გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელს გადაეცა.