ბოლოს შეიძლება ეს ქარტია გადააკეთონ პარტიად, არც ეს არის გამორიცხული და ასე მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიაზე" პროდასავლური პარტიების მხრიდან ხელმოწერას ეხმიანება.
მცდელობა, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა გახდეს ქარტიის ხელმომწერი, ლოგიკური, მოსალოდნელი იყო. თუ გაერთიანდებიან, გაგვიადვილებენ საქმეს, უფრო ადვილად დავარქმევთ იმ სახელს, რაც აქვთ - ეს არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, თუ ცალ-ცალკე გამოვლენ არჩევნებში, რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვართ,“ - ამბობს თალაკვაძე.