ჩინეთთან და მის მეზობლებთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სინგაპურში აზიის თავდაცვის სამიტის ფარგლებში განაცხადა და ხაზი გაუსვა ვაშინგტონის ერთგულებას რეგიონული უსაფრთხოებისადმი.
"ყველა საუბარი არ შეიძლება იყოს სასიამოვნო. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ერთმანეთთან ლაპარაკი", - თქვა ოსტინმა და დასძინა, რომ მისი აზრით "ომი ან დაპირისპირება ჩინეთთან არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი".
ოსტინმა დიდი ყურადღება გაამახვილა ვაშინგტონის ერთგულებაზე რეგიონალური უსაფრთხოების მიმართ, რაც აისახება თავდაცვის სფეროში მზარდ პარტნიორობაზე.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში „უსაფრთხოების თითქმის ყველა ასპექტში ახალი დაახლოება მოხდა“.
ამასთან, ოსტინმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები შეიძლება იყოს უსაფრთხო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზია იქნება დაცული“.