უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთს შეხვდა და უკრაინის მწვავე სამხედრო საჭიროებების შესახებ ესაუბრა.
ზელენსკისა და ოსტინის შეხვედრა სინგაპურში აზიის თავდაცვის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები: ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საჭიროებები, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, F-16-ების კოალიცია და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების მომზადება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმების განხორციელებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვაფასებთ უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას შეერთებული შტატებისგან", - თქვა ზელენსკიმ.
ოსტინმა კი თავის მხრივ ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, რომ მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც რუსეთის აგრესიისგან დასაცავად სჭირდება.