დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია.
ქემერონის თქმით, ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას
"საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია.
ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას", - აცხადებს დევიდ ქემერონი.