უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს, 27 მაისს, მადრიდს ეწვევა, სადაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდება. ინფორმაციას ესპანეთის მთავრობა ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზელენსკი სანჩესს შეხვდება, რის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ზელენსკი ასევე შეხვდება ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე შექმნილი რთული ვითარების გამო ესპანეთში17 მაისს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ფრონტზე სიტუაციის გაუარესების, კერძოდ ხარკოვის რეგიონზე რუსეთის თავდასხმების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი მონაწილეობით ყველა საერთაშორისო ღონისძიება გადადო.