კანში, შაბათს, 25 მაისს საღამოს, კანის 77-ე კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს, ოქროს პალმის რტოს მფლობელი ამერიკელი რეჟისორის, შონ ბეიკერის ფილმი, "ანორა" გახდა.
ფესტივალის რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, კინოფესტივალის გრან-პრი ინდოელი რეჟისორის, პაიალ კაპადიას დრამას "ყველაფერი, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ, როგორც სინათლეს" ერგო.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის პრიზი გადაეცა მსახიობ ჯესი პლემონსს, ფილმში "სიკეთის სახეები" შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა ერთდროულად ოთხ მსახიობს - კარლა სოფია გასკონს, სელენა გომესს, ზოი სალდანასა და ადრიანასს. ოთხივე მათგანმა მთავარი როლები შეასრულეს ფილმში "ემილია პერესი".
საუკეთესო რეჟისორის პრიზი გადაეცა პორტუგალიელ რეჟისორს მიგელ გომესს, რომელმაც გადაიღო ისტორიული დრამა "დიდი მოგზაურობა",
თრილერის "წმინდა ლეღვის თესლის" სცენარი, რომლის რეჟისორი ირანელი მუჰამედ რასულოფია, კანის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
ფესტივალის საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცათ მსახიობ მერილ სტრიპსა და რეჟისორ ჯორჯ ლუკასს.
კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა და 25 მაისს დაიხურა.