მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი ამჟამინდელი ფორმით.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები“,- წერს ჯოზეფ ბორელი.