მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ვენეციის კომისიის შეფასების გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
ბურიჩის თქმით, ევროპის საბჭო საქართველოსთვის დახმარების გასაწევად მზად არის.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ჩვენი, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ევროპის საბჭო დახმარების გასაწევად მზად არის“, – წერს ბურიჩი.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, აღნიშნული კანონი უკან გაიწვიოს.