უკრაინა შეერთებული შტატებისგან კვირიდან კვირამდე მიიღებს მუდმივ სამხედრო მხარდაჭერას და დახმარებას უსაფრთხოების სფეროში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტეინ-22) შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომელიც ონლაინ-ფორმატში მიმდინარეობს.
კერძოდ, როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, ვლადიმირ პუტინი შეეცდება შეტევის გაძლიერებას და წარმატების მოპოვებას.
„კრემლის ძალები შეეცდებიან უახლოეს კვირებში შემდგომი წარმატების მიღწევას და ბუფერული ზონის შექმნას უკრაინის საზღვრის გასწვრივ“, - თქვა ოსტინმა.
მისი თქმით, ეს რთული და სახიფათო ბრძოლაა, მაგრამ უკრაინელი დამცველები არაჩვეულებრივ გამბედაობას და ოსტატობას ავლენენ მოკავშირეების მიერ მოწოდებული შესაძლებლობების გამოყენებისას.
„პუტინის ახალი შეტევა ხარკოვზე მხოლოდ ხაზს უსვამს ამ საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელობას“, - თქვა ოსტინმა და დასძინა, რომ ახლა დაახლოებით 50 ქვეყანა მთელს მსოფლიოში კვლავ უკრაინის მხარეს დგას. მისივე თქმით, „რამშტაინის ფორმატის“ მონაწილეები გააგრძელებენ უკრაინისთვის აუცილებელ მხარდაჭერას.
კერძოდ, როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი აღნიშნავს, შეერთებული შტატები რჩება ერთგული, შეიტანოს თავისი წვლილი უკრაინის მხარდაჭერაში.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვუგზავნით სასწრაფო დახმარებას უკრაინას. დახმარებას უსაფრთხოების სფეროში, რომელსაც ჩვენ ვაჩქარებთ, შეცვლის ვითარებას ამ ბრძოლაში", - თქვა ოსტინმა.
მისივე თქმით, საუბარია 155 მმ-იან ჭურვებსა და საბრძოლო მასალაზე Himars-ის საჰაერო თავდაცვისადა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისთვის. ეს დახმარება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ადრე გამოცხადებული 1 მილიარდი დოლარის მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია.
ოსტინმა დასძინა, რომ აშშ-ს კონგრესის მიერ 61 მილიარდი დოლარის ღირებულების დამატებითი დახმარების გამოყოფის დამტკიცების შემდეგ, აშშ გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტების დამტკიცებას.
„კვირიდან კვირამდე დაინახავთ ამერიკული დახმარების მუდმივ ნაკადს უკრაინაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე დაამატა, რომ ბაიდენის მიერ გამოცხადებული კიდევ 400 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი დაეხმარება უკრაინას ხარკოვისა და ფრონტის ხაზის გასწვრივ სხვა ტერიტორიების დაცვაში.